ალექსანდრე ივანიშვილმა, როგორც კი გაიგო, რომ “შაბათის ეთერი” თემაზე გამოძიებას ამზადებდა, სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ტელევიზიას და ჩვენი არხის მფლობელის ოჯახს განადგურებით დაემუქრა.
საქართველოს ჰიბრიდული მეურნეობის განვითარების კომპანიის წილის 75% ქუთაისის “ბიზნეს ჯგუფი” ფლობს. ეს ბიზნეს ჯგუფი კი კანაფის თესლის რეალიზაციის ბაზრის მთავარი მოთამაშეა, ის არამხოლოდ თესლს, არამედ არამედ კანაფის მოსაყვანად საჭირო ყველა ატრიბუტს ყიდის. მაგალითად, მინის სათბურებს, რომ კანაფი სწრაფად გაიზარდოს და ბალახის მოსაწევად საჭირო ყველა ატრიბუტს.
ჰიბრიდული მეურნეობის კომპანია ამტკიცებს, რომ მათი საქმიანობა ლეგალურია, რადგან 300 გრამამადე მათრობელა ბალახის კულტივაციით კანონი არ ირღვევა.
საქართველოში მარიხუანას გაყიდვა ციხით ისჯება. ამიტომ მარიხუნას რეალიზაციის ბიზნესის მფლობელმა შემოვლითი გზა იპოვა. იმისთვის რომ ხალხი მიიზიდონ, ვისაც დაკავების ეშინია ვებ გვერდზე წერენ, რომ იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევენ, ასევე თანდართულია გაფრთხილება, რომ მარიხუანის წონამ 300 გრამს არ უნდა გადააჭარბოს. პროდუქტის შეძენა თბილისში გახსნილ 2 მაღაზიაშია შესაძლებელი, ფილიალი ასევე ქუთაისშიც აქვთ. მარიხუანის თესლის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი.