მანამდე, ზუგდიდში საკუთარი ძალები მოსინჯა სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმაც, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
რამდენად მოახერხებს გიული ალასანია რძალზე უკეთესი შედეგის დადებას ზუგდიდში, ეს 31 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, მანამდე კი გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, ის უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მაშინ, ალასანია უკრაინულ მედიაში აგორებულ იმ სკანდალს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევის პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული სახლი შეიძინა.
მშენებარე სახლზე რეპორტაჟი ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეარხმა გააკეთა. წამყვანი დაინტერესდა იმ ფულის წარმომავლობით, რომლითაც ეს სახლი შენდება.
გიული ალასანია ირწმუნება, რომ სახლი სინამდვილეში მას ეკუთვნის.
უკრაინულ მედიაში კი სახლის ფოტოები ვრცელდება და მას სააკაშვილის სახლს არქმევენ.
გიული ალასანიას თქმით, როცა მისი ხელფასი თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, მას შეეძლო საკუთარი თავისთვის ასეთი სახლის ყიდვის უფლება მიეცა.
ადგილობრივ მედიის გამოთვლით, ასეთი სახლი აღნიშნულ უბანში 450 ათასი დოლარი ღირს.
„გამარჯობა, მე მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარ. ახლახან გავარკვიე, რომ პაიარკოვმა ისაუბრა სახლზე, რომელიც ჩემ მიერ არის ნაყიდი.
ფაქტია, რომ მე ვარ პროფესორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტის – ეს არის „საქართველოს უნივერსიტეტი“, ჩემი ხელფასი დიდი ხანია თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, ასე რომ…
მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი შვილი”, – ამბობს გიული ალასანია ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.