ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააარსა - ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა. მისი აზრით, სირცხვილია, როდესაც დაღუპული ქართველი სპეცრაზმელის ვანო გოგაშვილის სტიპენდია არ არსებობს და მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აარსებენ. „განზრახვა ჰქონდა მას, რადგან ნაციონალური მოძრაობა მუშაობდა, რომ ეს ადამიანი გამოეყენებინა და იყენებს კიდეც, ფაქტობრივად მარიონეტად ჰყავთ გადაქცეული. მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ თავისი მეუღლე ჩართო ამ პროცესებში. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დაარსა და რამდენიმე სტუდენტს აძლევს ამ სტიპენდიას. მე, უბრალოდ, მაინტერესებს ვინ არიან ის ოჯახები, რომლის შვილებიც ამ მაჩალიკაშვილის სტიპენდიას იღებენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვანო გოლაშვილის სახელობის სტიპენდია არ გვაქვს. უკვე რომანტიზმში გადააქვთ მაჩალიკაშვილი. საერთოდ არ მინდა ეს გვარი ვთქვა. ღირსი არ არის ქართული გვარი რომ ატაროს. ტერლოევია და იყოს ტერლოევი...“ - აცხადებს გოგაშვილი.