ყველას ნახვა

ის რაც აქამდე არსად გავრცელებულა სანდრა რულოვსზე... დანგრეული ქორწინება, ღალატი და კიბო…

ის რაც აქამდე არსად გავრცელებულა სანდრა რულოვსზე...   დანგრეული ქორწინება, ღალატი და კიბო…
ქ-ნ რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი — ედუარდი და ნიკოლოზი.სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია“, რომელიც გამოიცა 2005 წელს. 2007 წელს რულოვსი აფუძნებს პირველ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურს მთელს კავკასიაში, რადიო მუზას.
2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა სანდრას თავადაც შეეხო.
“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.


მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.
ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.
2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი”, – გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში 2016 წელს.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე