რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინას და მათ ლიდერს, ზელენსკის. ასეთ რამეს მხოლოდ მხოლოდ ორი სახელმწიფო კადრულობს – რუსეთი და ბელარუსი.მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ერთსულოვანია, ,,ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ღიად დააყენა თავი ამ ორი სახელმწიფოს გვერდით. ახლა კი ვიგებთ, რომ პუტინთან აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს. საქართველო გადაიქცა მკვლელებისა და მათთვის სანქციების თავიდან არიდების ქვეყანად. საქართველოს მთავრობა პუტინის რეჟიმს აფინანსებს. შესახლოა, საქართველოც აღმოჩნდეს სანქციების საფრთხის ქვეშ.
იმის მაგივრად, რომ მეგობრებს დახმარების ხელი გავუწიოთ, ,,ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ვიყოთ გარიყულები, რომ ვიყოთ უკრაინისა და მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვენილები.
ამ დროს ქართველმა ერმა უნდა თქვას ისტორიული სიტყვა. მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ქართველი ერი იტყვის! – განაცხადა ნიკა მელიამ.
წყარო