“მართალი გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის იმედიც მაქვს, საკმაოდ დამოუკიდებელი, მოაზროვნე ადამიანია.
ჩვენ თვალწინ ხომ მოხდა ბევრი რამის შეცვლა, რატომ არ უნდა ვიქონიოთ იმედი?
მე სიამოვნებით შევხვდებოდი თუ თვითონ მოინდომებს. მე მინდა, რომ ჩემი შვილი გადარჩეს. ეს ერთადერთი გზაა მისი ციხიდან გამოსვლის, მას სჭირდება პირველ რიგში, მკურნალობა, ისიც ითხოვს დაჟინებით და ბოლოს და ბოლოს მისი ჯანმრთელობა ითხოვს მის გაყვანას და ალბათ მიიღებენ ამ ყველაფერს მხედველობაში და რაღაც შედეგზე გავალთ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.