„ჩვენ თავდაპირველად „ნაციონალურ მოძრაობასაც” და „ქართულ ოცნებასაც” შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარეებად მათი კანდიდატები წარედგინათ, მაგრამ ამ ორმა პარტიამ ეს ვერ შეძლო და ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ იმ მუნიციპალტეტებში, სადაც ჩვენ აგვირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები წარვადგინოთ.
„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოალიციას ვქმნით რომელიმე პარტიასთან. უბრალოდ ვცდილობთ კრიზისი ავირიდოთ და ცივილიზებული გადაწყვეტილება მივიღოთ, თორემ „ოცნება” უკვე არჩევნების გაუქმებაზე საუბრობს. ამით ჩვენს მთავარ პრინციპს – ბალანსს დავიცავთ. ასევე, სხვა პარტიების ინტერესებსაც, რის გამოც აგვირჩია მოსახლეობამ.
„ორშაბათისთვის ვგეგმავთ გავაკეთოთ განცხადება ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რადგან ე.წ. გადაბირების შესაძლებლობა არ იყოს საკრებულოებში თავმჯდომარის არჩევის დროს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.