ყველას ნახვა

ამას არავინ ელოდა, ახლახანს ვრცელდება მოულოდნელი გადაწყვეტილება ის პოლიტიკაში მიდის, რუსკა მაყაშვილის...

ამას არავინ ელოდა, ახლახანს ვრცელდება მოულოდნელი გადაწყვეტილება  ის პოლიტიკაში მიდის, რუსკა მაყაშვილის...
პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი მსახიობი თამარ მაყაშვილია
ის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს მანდატისათვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ამბობს, რომ პარტიაზე, დაფინანსებულ პიარკამპანიებსა და დამფინანსებლების მოძიებაზე უარი თქვა.
 
გადაწყვეტილება ერთი მიზეზით მიიღო – ის შეეცდება დაამსხვრიოს სტერეოტიპი, არჩევნებს ფული იგებს. აცხადებს, რომ „მისი პარტია“ თავისი უბანია და სჯერა, რომ საბურთალოელები ღირებულებებზე გააკეთებენ არჩევანს.
 
52 წლის ვარ, უბნისთვის სასიკეთო ცვლილებებს ვერ ვხედავ, ერთიდაიგივე პოლიტიკოსები მხოლოდ ჩემთან ერთად ბერდებიან და ეს წრე უნდა გაირღვესო, ამბობს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„საბურთალოზე, ჩემს უბანში კენჭს 61 ნომრით პარტიების უპარტიოდ, დამოუკიდებლად ვიყრი. მჯერა, რომ დავამსხვრევ სტერეოტიპს – თითქოს არჩევნებს ფული იგებს. მე ამისი არ მჯერა. ნახავს ყველა, რომ იმით გამოვალ, რითიც შევალ, მთავარი პრინციპულობაა.
 
მოვდივარ  უფულოდ და უპარტიოდ. მოვდივარ გულწრფელი ადამიანებისთვის, ვინც რეალურად მზად არიან ცვლილებებისთვის. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ.  საბურთალოელები აქცენტს ფულზე კი არა, ღირებულებებზე აკეთებენ.
 
არ მოვადუნებ არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას. საბურთალოელები აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა, რადგან არ მოვადუნებ!
 
ჩემს კარს ექნება წარწერა: სულ მცალია. ამ პრინციპით ვცხოვრობ. პოლიტიკოსებს რატომღაც წინასაარჩევნოდ ახსენდებათ მოსახლეობა, მათთან შეხვედრები და საუბარი, ოფიციალური წარდგენები, პარტიული აქტივის თანხლებით კარდაკარ სიარული, მერე უზარმაზარი ბანერებისთვის ე.წ. ლაითბოქსების ქირაობა, ათასობით ფლაერის ბეჭდვა-დარიგება და თითოეულ კუთხე-კუნჭულში პლაკატების გაკვრა სერიოზული გამომეტყველებით, მჭახე ფონზე სოლიდური კოსტიუმებით… 3 წელი და 10 თვე ყველას ვავიწყდებით ჩვენი პრობლემებიანად. მერე, ისევ ეს კამპანიად წოდებული სირბილი და ფოტოსესიები იწყება.
 
მე ამ სტილით არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, უარი ვთქვი ფლაერების დაბეჭდვაზე და აქამდე აპრობირებულ აქტივობებზე. მხოლოდ პროტოკოლის გამო, მიწევს პლაკატის დაბეჭდვა და სულ რამდენიმე პლაკატით შემოვიფარგლები.
 

 
არცერთ პარტიას მე არ წარმოვადგენ, რადგან ჩემი პარტია ჩემი უბანია. უბნელებზე ზრუნვას არ სჭირდება ფულის ხარჯვა პიარზე, ამით პრობლემები არ გვარდება. ვიმუშავებ ჩემი უბნისთვის, ჩემი თანაუბნელებისთვის და მათი პრობლემებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკოსი ვარ… ახლა, ვდგამ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და მთელ დროს საჭირო ინფორმაციების მოძიებას ვუთმობ. ახლა ვზივარ, ახლა ვსწავლობ…
 
კენჭისყრა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ წლები მიდის, მაგრამ არაფერი იცვლება. ჩემი უბნის სიყვარულმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. 52 წელია ტელევიზიით თვალყურს ვადევნებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ათწლეულებია არაფერს ცვლიან, მხოლოდ ჩვენთან ერთად ბერდებიან. საბურთალოელებმა უბნისთვის გაკეთებული ვერაფერი ვნახეთ. ამიტომ, ეს წრე უნდა გაირღვეს….
 
მიყვარს ნოვატორობა, ახალი გამოწვევები, რომლებსაც ვიღებ და მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებ. ორი წლის წინ, „ყველაზე ძლიერში“ წავედი იმიტომ, რომ მენახა, როგორ ცხოვრობდნენ ჯარისკაცები და ვნახე კიდეც. ახლა, ეს გადაწყვეტიელბა მივიღე. ვიწყებთ, ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვყალიბდებით პოლიტიკოსებად, იშვიათად იბადებიან ციცერონებად
 
რაც იყო აქამდე ყველამ ვიცით, მთავარი მომავალზე ორიენტირის აღებაა, ხშირად მახსენდება რეიბნიცის გენიალური ფრაზა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ასე თარგმნა: „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისაო…“ – აცხადებს თამარ მაყაშვილი.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე