ეს ფაქტი, რომელიც ახლა დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, უმთავრესია ყველაფერ იმას შორის, რაც აქამდე ჩაუდენია ბიძინა ივანიშვილს, ყველაფერი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, რაც აწი უნდა მოხდეს. ეს ჩემი ქართველებისთვის, ჩემი ხალხისთვის კეთდება, ჩემი ხალხის ნათელი მომავლისთვის და ამაში, შადიმანებო, ცხვირსაც ვერ შეყოფთ. არ მოგცემთ კოსმოსი საქართველოს გაყიდვის უფლებას. ავყიებსა და ბოროტებს ვურჩევ, ენებს კბილები დაჭირონ და ხმა გაკმიდონ. თუმცა ესეც არ უშველით, მაინც განადგურდებიან.
და ისევ ვხედავ, რომ კიდევ ბევრ პოლიტიკოსს ჩამოეხსნება ნიღაბი.
რაც შეეხება მოლდოვას, რაც იქ ხდება, ვხედავ, მნიშვნელოვან ადგილს ვერ იკავებს მსოფლიო პოლიტიკაში — იმიტომ, რომ მოლდოვა ევროპის ნაწილად რჩება და რუსეთი მას, ასე ვთქვათ, ვერ დაითრევს.
მე წარსულში ვიწინასწარმტყველე, რომ რუსეთსა და საფრანგეთს შორის „მისტრალის“ თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდებოდა და რუსეთი ვერაფერსაც ვერ მიიღებდა. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასრულდა. ვხედავ, საფრანგეთის ხელისუფლება, როგორც უნდა მოინდომოს კრემლმა და რაც უნდა გააკეთოს, მაინც არ მისცემს მათ „მისტრალებს“. გადაყრიან, ჩაძირავენ, ცეცხლს წაუკიდებენ, მაგრამ არ მისცემენ!
თანაც ვხედავ, რომ ეს ხომალდები თანამედროვე შეიარაღებისთვის გამოუსადეგარია. მათით მხოლოდ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნების დაშინებაა შესაძლებელი და მეტი არაფერი. რაღა დროს „მისტრალია“, როცა ღილაკებზეა დამოკიდებული დედამიწის არსებობის ბედი.
ვხედავ, ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამერიკა დირიჟორობს და საკუთარ თამაშებს განაგრძობს. დიახ, დიდი მშვიდობის მტრედი არც ამერიკაა, მაგრამ ისეთი მონსტრის დასაოკებლად და შესაჩერებლად, როგორიც რუსეთია, სწორედ ამერიკაა საჭირო და კოსმოსმაც მასში ჩადო ენერგია. ვხედავ, ამერიკა ნაკლები ბოროტებაა ორ ბოროტებას შორის, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკაში სიკეთის ერთი წერტილიც კი არ დევს.
ძალიან დიდი დანაშაულია, როცა ქართველი პოლიტიკოსები რუსეთისკენ იშვერენ ხელს. ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში ეკონომიკა არ არსეობს, დანგრეულია და დაშლილი. ეს იციან აქაურმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ ზოგი მათგანი მაინც იქით გვექაჩება.
ჰოდა, ვხედავ, ეს იაფფასიანი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან გაქრებიან და მათ სწორედ ივანიშვილი მოუღებს ბოლოს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიყენოს კოსმოსის მიერ მინიჭებული დიდი ძალა და გამოიყენებს კიდეც!
გახსოვდეთ, რაშიც კოსმოსი ჩაერევა, იმ საქმეში ყველა და ყველაფერი მიწიერი არის უძლური. კოსმოსი არის ყველაფერი და ყოვლისშემძლე. 400 წლის წინ სწორედ კოსმოსი იყო ჩარეული, როცა ქართველები აყარეს და ირანის გზას შეუყენეს, ნაწილიც თურქეთში გარეკეს… მოკლედ, მუსლიმურ სამყაროში გადაასახლეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საუკუნეების მერე, როცა მსოფლიოს უდიდესი საფრთხე დაემუქრებოდა ირანისგან, ზოგადად მუსლიმური სამყაროსგან, იქ მცხოვრებ ქართველებს, რომელთა გულებშიც საქართველოს სიყვარული არასდროს ჩამქრალა, ახლა კი უზარმაზარი ძალით იფეთქებს, ყველა ხერხითა და ღონით დაეცვათ ისტორიული სამშობლო — საქართველო, მათი მეორე ქვეყნის აგრესიისგან. თურქეთის, არაბეთის, ირანისა თუ სხვა ქვეყნების ლამის 90 პროცენტს ქართული ფესვი აქვს, რომ იცოდეთ. ეს არის წინასწარმეტყველება და შესაბამისად, ასპროცენტიანი სიმართლე.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. საუკუნეების მიღმა ჩათესილი მარცვალი ღვიღვდება და ამოდის მაშინ, როცა საჭიროა. ასე მოხდება ახლაც.