"კიდევ არ მოგწონთ მიშა და ვანო? - მაგრად მკიდია ვინ როგორ გამლანძღავს. ხალხო გაიღვიძეთ! ხვალ შეიძლება ჩვენი შვილები მოკლან! აი, უკვე აღარ შეიძლება, ფუუუუუ, მგონი წყევლა დამაწყებინეს. ვინც ამათ მიცემს კიდევ ხმას მარტო იმათ შვილებს უნდა დაემართოთ იგივე და მერე მიხვდებიან. და ნუ რა ხდება ეს რა სირცხვილია. ვაფრენდი პატრულზე" - წერს წკრიალაშვილი.
მომღერალს ერთ-ერთმა მომხმარებელმა Goga George კომენტარის ველში დაუწერა: "როგორ შეიძლება ვანო მოგწონდეს ნინ, როცა მისმა მეუღლემ ადამიანი მოაკლევინა წამებით და მერაბიშვილმა ამას ყველაფერს ხელი დააფარა. მკვლელები მოგწონთ, თუ რა ხდება?!.
ნინა წკრილაშვილი: ნუ მივარდებით ჩემს გვერდზე. დავიწყოთ აქედან, ათასი გამოძიება ჩატარდა ბოლო წლებში და ვერაფრით ვერ დამტკიცდა, რასაც თქვენ ამბობთ ახლა. საკუთარი თვალით ნახეთ? - ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ძალიან სამწუხაროა მაშინ რაც მოხდა, ძალიან ვწუხვარ, იქ არავინ არ მოაკვლევინა. გეთანხმებით მოხდა ძალის გადამეტება, მაგრამ იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა თქვენს მაგიდასთან, რომ იგივე გაეკეთებინა ნებისმიერს, შეიძლება თქვენ მართლა იქვე მოგეკლათ.
ვანოს მეუღლე რა შუაშია იქ. და ვანო იმიტომ მომწონს რომ ქვეყანაში უსაფრთხოება იყო! უმძიმესი ვითარებიდან მინიმუმდე დაიყვანა კრიმინალის მაჩვენებელი, თავის ყველა თანამშრომელზე ზრუნავდა და ყველა გიჟდებოდა თავის მინისტრზე.
კიდევ რა გაინტერესებთ. და ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ბევრი რეფორმაა გასატარებელი, უმტკივნეულოდ ვერ მოხერხდება. სამწუხაროდ საბოლოო შედეგია მთავარი ( ბევრი არასააიამოვნო პროცესის გავლით) რომ მომავლმა თაობებმა უკეთესად იცხოვრონ. თუ პოლიტიკა მართლა ის გგონიათცრასაც ტვ დან გვაჩვენებენ?
Goga George: მე არ მომწონს და არც ოცნება მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკვლელები და მწამებლები მოგვწონდეს... რაღაც არასწორი ლოგიკით მარტივ ანალიზს ააკეთებთ??!
ნინა წკრიალაშვილი: მეც არ მომწონდა ყველაფერი მაგრამ შედეგი გვქონდა, ქვეყანაში დავემსგავსეთ, ბოლო წლებში რა მოხდა? - რამდენი დრო დავკარგეთ ვერ ხვდებით? ახლა არ მითხრათ ბიზნესი დაჩაგრესო. მამაჩემიც დაზარალდა, მაგრამ გადაეხადათ გადასახადები ნორმალურად და არავის არ "დაჩაგრავდნენ"... ჩემთვის ქვეყნის წინსვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე chanel ის ჩანთის ახალი მოდელი. და ეს რა იაფასიანი ფრაზაა ცოლმა მოაკვლევინა, რას ნიშნავს, მკვლელია ის გოგო? იცნობთ როგორი გოგოა? ეს იაფასიანი ლეგენდები დაივიწყეთ. ახლა რა ხდება იმაზე დავფიქრდეთ სანამ დროა.