„ძალიან განვიცადე, რომ ორი კრიმინალი იქნა შეწყალებული. მარტო არ ვიყავი, ბევრი ადამიანი იყო იგივე ხასიათზე, მაგრამ რომ დავფიქრდი, დრო გავიდა, ამან ის მაინც მოიტანა დადებითი, რომ დღეს ვეღარ იძახიან - მე რომ გარეთ ვყოფილიყავი, როგორც ლიდერი, ნორმალური არჩევნები ჩატარდებოდა და დავბრუნდებოდით ხელისუფლებაში“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისტრის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს, სააკაშვილი კი მასკარადით არის დაკავებული.
„მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩვენთვის მიშა არვინ აღარ არის. ის მასკარადით არის დაკავებული, მაგრამ მათი ტრაგედია ის არის, რომ არაფერს მიშას გარეშე არ წარმოადგენენ. მიშა ჩვენთვის ნულია. ასეთ აბსურდში უწევთ ამ ძალებს ცხოვრება“, - ამბობს თეა წულუკიანი.