იგივე წყაროს ინფორმაციით,კეზერაშვილი პარტიიდან კობა ნაყოფიას საბოლოო ჩამოშორებას ითხოვს. კობა ნაყოფია ახლა "ენმ" - ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია. ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილს შორის ჩხუბი სწორედ ამ თემაზე მომხდარა.
ნიკა მელიამ კეზერაშვილის ულტიმატუმს უარით უპასუხა-კობა ნაყოფია მიშას პირადი მეგობარია,მისი პარტიიდან გაშვება ახალ ნეგატივს გამოიწვევს,ამომრჩეველი ისედაც უკმაყოფილოა სააკაშვილის არასათანადო მხარდაჭერის გამო,და ნაყოფიას პარტიიდან გაშვების შემთხვევაში,ვერავის ვეღარ დაველაპარაკებითო. ნიკა მელიას უარმა კეზერაშვილი გააბრაზა,და პარტიის თავმჯდომარეს გადაყენებით დაემუქრა.პასუხად კი მელიასგან მიიღო-რა კრისაც იყავი,იმ კრისად დარჩიო ჩვენი წყაროს ინფორმაციით,პარტიაში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. პოლიტსაბჭოში ,ნიკა მელიას წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას არ გამორიცხავენ.კეზერაშვილის ამ მოთხოვნას მხარს ვანო მერაბიშვილის ფრთაც უჭერს.ყოფილი შს მინისტრი მელიას ,ციხიდან გამოსვლის მერე პარტიიდან მის დისტანცირებას ვერ პატიობს !
"cnews" - ის წყაროს ინფორმაციით,კეზერაშვილი და მერაბიშვილი მელიას გადაყენების სქემაზე კონსულტაციებს უკვე მართავენ.
ელისო კილაძე..
წყარო