მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს საკმარისი კავშირები და საკმარისი რესურსები იმისა, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას და მოხდეს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება.
“მე მაქვს ახალი შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დავანებოთ თავი , არავის აინტერესებს თქვენი ბრალდებები. მე მაინტერესებს ჩემი ხალხის ბედი. გარდა იმისა, რომ რაც ხდება საქართველოში, საქართველოს მრავალი ათასი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქე ფულის გარეშე, ლუკმა პურის გარეშე,
სამუშაოს გარეშე, დაზღვევის გარეშე, გაჭედილების არინ ევროპის აეროპორტებში. ფანჯარა მათი გამოყვანის სულ უფრო ვიწროვდება. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ ამ ხალხს ჩამოყვანისას ვერ გავუშვებთ პირდაპირ სახლში, იმირომ რომ მათი უმეტესობა არის ინფექციის ეპიცენტრში. ჩემი შეთავაზება არის შემდეგი, მე მაქვს საკმარისი კავშირები და საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ დავაორგანიზო საჰაერო და სხვა გზებით, ამ ადამიანების ჩამოყვანა კარანტინში , დაცულად, მაგრამ საკუთარ სამშობლოში. ეს ხალხი დაგვეხოცება იქ შიმშილით მათ საქართველოში დარჩენილი ჰყავთ ოჯახები. მათ შეუძლიათ დღესვე დაუკავშირდნეჩემს ბიბლიოთეკას, ნაციონალურ მოძრაობასთან არის შექმნილი ცენტრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა გაწერილი, იმისათვის რომ მოვახდინოთ ამ ხალხის დაბრუნება და კარანტინში გადაყვანა. მაგათი თანხმობა რომ არ მჭირდებოდეს, არც დავაპირებდი მათთან საუბარს. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების ტანხმობა. მე ამ საქმეს სრულიად პასუხისმგებლინად ვუდგები” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.