დაანონსებული დაკავებების პირველი სამიზნე შესაძლოა სწორედ ის ოპოზიციონერი ლიდერები აღმოჩნდნენ, ვისი გვარებიც დღეს კობახიძემ საგანგებოდ გააჟღერა.
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მასზე შური იძიონ და კახა ოქრიაშვილი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.
ის რომ მმართველ პარტიას არჩევნებს აგებს , ოპოზიციის შეფასებით არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება ბრძოლის უკიდურეს მეთოდებს მიმართავს.
ქართული ოცნება ოპონენტებთან ერთად აღარ ინდობს მედიის წარმომადგენლებსაც. მძიმედ ნაცემია "მთავარი არხის" 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი, დამტვრეულია "მთავარი არხის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა. დაწყებულია გამოძიება, თუმცა მიუხედავად იმისა რომ დაპირისპირების დროს ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
ქართული ოცნება სრულ პასუხისმგებლობას წინასაარჩევნო პროვოკაციებზე ე.წ რადიკალურ ოპოზიციას აკისრებს. საუბრობენ გამოძიების მნიშვნელობაზე, თუმცა არც ერთ მათგანს ოფიციალურ განცხადებაში ჩვენი არაერთი კითხვის მიუხედავად ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გაუპროტესტებია.
ივანიშვილი რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა წითელ ხაზს კვეთს, საუბრობენ ოცნების ყოფილი წევრებიც.
ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ყოველდღიურად ოპოზიციის ათობით აქტივისტი ხდება, თუმცა ქართული ოცნება ეფექტურ გამოძიებას მხოლოდ მათი ერთი წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ითხოვს და ოპონენტებს დაჭერით ემუქრება