აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიების გადაცემის ფაქტზე გამოძიება დიწყო. როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილმა პირადი სარგებლის მიღების მიზნით დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა.
ვინ, როგორ და საქართველოს რა ტერიტორიებს უთმობდა აზერბაიჯანს? რა ვიცით ამ დროისთვის? რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? უკავშირდება თუ არა გამოძიების დაწყება მოახლოებულ არჩევნებს?
რას (არ) ამბობს პროკურატურა?
29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ:- გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“;
- გამოძიება დაიწყო თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული „წერილობითი ინფორმაციის“ საფუძველზე;
- თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია შეეხებოდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას“.
- თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მიერ „საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.
- 9 სექტემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა.