ყველას ნახვა

ქართულ ოცნებას დროზე უნდა დაესრულებინა ყველაფერი და “ნაცებისთვის” ენის ტლიკინის საშუალება მოესპო

ქართულ ოცნებას დროზე უნდა დაესრულებინა ყველაფერი და “ნაცებისთვის” ენის ტლიკინის საშუალება მოესპო
“ხელისუფლებას დამნაშავეებთან დროზე უნდა დაესრულებინა ყველაფერი და “ნაცებისთვის” ენის ტლიკინის საშუალება მოესპო”, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ოთხმეზური გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლის რესურსი არ გააჩნია.
სააკაშვილს არავითარი რესურსი არ გააჩნია და ვერც საქართველოში ჩამოვა, მაგრამ ყველაზე მეტად იცით, რა მაკვირვებს? ნუთუ სააკაშვილის მომხრეებს თავმოყვარეობა არ აქვთ? კაცი რომ ცხრაასჯერ დაგპირდება, ჩამოვალო და არ ჩამოდის, იმის როგორ უნდა იწამო? ხელისუფლებაში ყოფნის მანია ნარკომანიასა და ლუდომანიაზე უფრო საშინელი დაავადებაა, რომელიც მას სჭირს. სხვათა შორის, ნიჭიერიც არის, გამოცდილი პროვოკატორიც და სადაც სჭირდებათ, სწორედ იქ იყენებენ.
შევარდნაძის დროს ქვეყანას კორუფცია ჭამდა და საქართველო სავაჭრო დუქნად იყო ქცეული, მაგრამ 2003 წლის “ვარდების რევოლუციამ” რა სიკეთე მოგვიტანა? 6 პარტია რომ უნდა შესულიყო, ის პარლამენტი სააკაშვილმა გარეკა და აირჩია ისეთი, სადაც მხოლოდ თვითონ და ,,ნაცები,, იყვნენ. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხროვა ყველაფერს ისე ჭრიდა და კერავდა, როგორც უნდოდა, არადა, მანამდე ქვეყნის საგარეო კურსი სწორად ვითარდებოდა. კერძოდ, 2002 წელს ამერიკელებთან ხელი მოეწერა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას, ხოლო 2003 წლის დასაწყისში თავად პუტინი გამოვიდა და ორჯერ თქვა – გალის რაიონში დევნილთა დაბრუნება დასრულდა და ახლა ოჩამჩირეში უნდა უზრუნველვყოთ მათი ღირსეული დაბრუნებაო…
ცხინვალის რეგიონში პრობლემა საერთოდ აღარ იყო და ონში “მარშუტკები” ცხინვალიდან დადიოდა. 1999 წელს ვიყავი იქ და ომის კვალი თითქმის წაშლილი იყო, მაგრამ მოვიდა თუ არა სააკაშვილის ხროვა, ქვეყანა აგრესიული რიტორიკის რეჟიმში გადავიდა.
ხალხის ძარცვითა და ბიზნესის დაყაჩაღებით ბიუჯეტი მართლაც გაიზარდა, მაგრამ ვინ სარგებლობდა ამით? ცხადია, ისევ სააკაშვილი და ,,ნაცმოძრაობა,,. რაც შეეხება ტერმინს – “სამხრეთ ოსეთი” – საერთოდ, გამქრალი იყო საერთაშორისო უერთიერთობებიდან, მაგრამ სააკაშვილმა აღადგინა და ახალგორიც “სამხრეთ ოსეთი” გახდა. გამოდიოდა ირაკლი ოქრუაშვილი და ხომ გახსოვთ, რას ეუბნებოდა რუსებს? ხან კრემლში ფეკალიები ჭამეთო და ხანაც ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. აქეთ კოდორის ხეობას შეუცვალეს სახელი და “ზემო აფხაზეთი” უწოდეს… თან იმუქრებოდნენ – აქედან პირდაპირ კეფაში დავარტყამთ სოხუმსო. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 2008 წელს ის უბედურება მომხდარიყო.
საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, მაგრამ სააკაშვილმა რომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა და 2008 წელს დაგვღუპა, ამას წყალი არ გაუვა. კულახმეტოვის დონეზე შეიძლებოდა შეთანხმება და ცხინვალში შეტევაზე გადასვლა?
ვფიქრობ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა და სააკაშვილი რაღაც გეგმის მიხედვით მოქმედებდა, რომელიც დაუწერეს. ვფიქრობ, გეგმის გარეშე ის არც ახლა მოქმედებს… რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ქვეყნის ღალატია და ეს ნაბიჯი მან შეგნებულად გადადგა თუ შეუგნებლად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
საერთოდ ვერ გავიგე, რა ხდება. გიგი უგულავამ 50 მილიონი გაფლანგა და სამწელიწად-ნახევარი მისცეს… არათუ 50, არამედ 1 მილიონისთვის ნახევარი საქართველო სამი წლით ციხეში სიამოვნებით ჩაჯდება.
თანამედროვე ქართულ პოლიტიკას არავითარი მორალი და ზნეობა არ გააჩნია და პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ჯვრის ნაცვლად გულზე დოლარი ჰკიდია. სწორედ დოლარია მათი საფიცარი ხატი… რაც შეეხება ფორმაციას, ამას არც კაპიტალიზმი ჰქვია და არც -სოციალიზმი, ეს ველური ურთიერთობებია. გასაგებია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ მცირერიცხოვანი და პატარა ქვეყნის პოლიტიკა ისეთი მოქნილი უნდა იყოს, რომ დიდი სახელმწიფოთა ინტერესებში ერთიანი და ძლიერი საქართველოს არსებობდა შედიოდეს.
ამდენი ხანია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში და რუსეთთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც კი არ ჰქონია დიალოგი. თუ რუსებს, აფხაზებსა და ოსებს არ დაველაპარაკებით, ისე ჩვენი პრობლემა როგორ მოგვარდება? იმ ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გამო მთელი მსოფლიო ყირაზე დადგა, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ ცხედარი არ მოგვცეს და იმდენი გვაწამეს. გიგა ოთხოზორიას დახვრეტის ფაქტი პირდაპირ ტელევიზიით არის გადაღებული, მაგრამ ვინმე რამეს გახდა ან ვინმე დაისაჯა? ამას რუსეთი აკეთებს და სწორედ რუსს უნდა დაველაპარაკოთ. დღევანდელ ხელისუფლებას ვერც კოჰაბიტაციას ვპატიობ… დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია როგორ შეიძლებოდა? ხელისუფლებას ამ დამნაშავეებთან დროზე უნდა დაესრულებინა ყველაფერი და ,,ნაცებისთვის,, ენის ტლიკინის საშუალება მოესპო”, – განაცხადა ოთხმეზურმა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე