მისი თქმით, სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანებით.
„ჩვენი სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი, გამოცდილი, პატრიოტი და ახალგაზრდა ადამიანებით. სიის სათავეშია ბუბა კიკაბიძე - ადამიანი, რომელიც არ მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის რუს პატრონს.
აქ არის ნონა მამულაშვილი - პოლიტოლოგი, სორბონას უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი და სრულიად ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში.
ასევე, სიაში არის ორი ჭეშმარიტი საერთაშორისო ვარსკვლავი: ლევან ვარშალომიძე ბათუმის სასწაულის შემქმნელი და "უკრაინის საინვესტიციო საბჭო"-ს თავჯდომარე.
ხატია დეკანოიძე, რომელიც იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის შემქმნელი და უკრაინის ნაციონალური პოლიციის შემქმნელი და პირველი ხელმძღვანელი.
აქ არის მანუჩარ კვირკველია, რომელმაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის დროს დაიცვა საქართველოს ღირსება, მოიპოვა ოქროს მედალი და ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა.
ჩვენი სიის ერთ-ერთი ლიდერია გენერალი დევი ჭანკოტაძე - საქართველოს ეროვნული გმირი.
ჩვენთან ერთად არიან ბიზნესის წარმომადგენლები: ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი, რომლებმაც უამრავი სამუშაო ადგილი შექმნეს და გააძლიერეს ქართული ეკონომიკა.
სიაში არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტები იყვნენ. ეს არის კოალიციური სია, რომელიც შეძლებს ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას.
ახლა, ყველანი ერთად, არჩევნებზე - 31 ოქტომბერს საქართველო ახალი დროის ათვლას იწყებს!“,- წერს სააკაშვილი.