კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით ხომ არ შეხვედრია, ან ხომ არ შეხვდება, ალასანია ასე პასუხობს:"აბა რა გითხრათ. შეწყალებაზე არ აქვს აზრი. მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა თანხების გაფლანგვასა და ფრენებთან დაკავშირებით ბრალდებებს, ალასანია ასე პასუხობს:
"დღეს იმასაც მეუბნებოდნენ, თითქოს, კოლუმბიაში იყო ნარკოდილერის თუ ნარკობარონის საფლავზე. კოლუმბიაში იყო კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული. ბევრ სხვა ადამიანსაც ხვდებოდა იმ პერიოდში“, - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, სარგებლობდა თუ არა ის ჩარტერული რეისებით, განაცხადა, რომ - "არა“.