ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას.
მე მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მე მინდა, რომ დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად, - ამბობს ნიკა გვარამია.