რამდენიმე კვირის წინ Post Factum-ს დაუკავშირდა ყოფილი პატიმარი, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სწორედ მაშინ იხდიდა სასჯელს, როცა იქ მესამე პრეზიდენტი შეასახლეს. ამ ადამიანის მონაყოლიდან დასტურდება ციხის ადმინისტრაციის აშკარა შურისძიება პატიმარ სააკაშვილის მიმართ და იკვთება ზეწოლაც სხვა პატიმრების მისამართით, რომ ისინი გამოყენებული ყოფილიყვნენ როგორც ინსტრუმენტი დაპატიმრებული პრეზიდენტის წინააღმდეგ.ცხადია ილუზია არავის აქვს, რომ ადმინისტრაციას ეს ყველაფერი თვითონ მოუვიდა თავში და სავარუდოდ დაკვეთაც ხელისუფლების სულ ზედა ეშელონიდან მოდიოდა.