იყო თუ არა ვინმესთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მისული სალომე ზურაბიშვილი 6 ოქტომბერს დილის 11 საათზე, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება "შაბათის ეთერს" არ გააჩნია.
გზა, რომელიც პრეზიდენტმა ფეხით გაიარა, ბოტანიკურ ბაღს უერთდება, თუმცა "შაბათის ეთერმა" ვერ ნახა ამ ბოტანიკური ბაღის ცენტრალური შესასვლელიდან გამოსული საქართველოს პრეზიდენტი?
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ პრეზიდენტი სამ დღიანი სასამართლო ომიდან დაბრუნებულ მის წარმომადგენლებს, პარასკევს, თბილისში დაბრუნებისთანავე შეხვდა, თუმცა მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩიგოშვილი პრეზიდენტის სასახლეში არ მიუღია. ეს იყო საუბარი არაფორმალურ გარემოში სად საიდუმლოა.
იურისტების ჯგუფმა, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა, სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ თუ სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუძლებელი იქნება იმის დამტკიცება რომ პრეზიდენტმა კანონი დაარღვია.
არის კონსტიტუცია და არის 49 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო საკითხებში. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და თუ სასამართლომ ამ ჩანაწერზე თვალი დახუჭა, გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილმა ტელეფონზე ზარიც მთავრობას უნდა შეუთანხმოს, რაც აბსურდულ მდგომარეობას ქმნის.
პრეზიდენტი ოლიგარქის სასახლისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკზე მინიშნებები სალომე ზურაბიშვილისგან ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი...
[media=]