სრულიად მოულოდნელი... სასწრაფოდ! სანდრა რულოვსი ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
მჯერა, მიშა ცოტა ხნის ამბავია ვიდრე თავისუფალი იქნება“, – მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არ დაუმსახურებიათ იცხოვრონ ისეთ გაჭირვებაში, როგორიცაა დღეს ქვეყანაში. რულოვსმა აღნიშნა, რომ 9 წელია საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს. მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. 9 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დაბრუნებელი მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ თავისუფალი იქნება რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში“, -წერს სანდრა რულოვსი.