- ქიბარ ხალვაშის ეპიზოდი განაჩენში
მოსამართლე მიიჩნევს, რომ 2015 წელს ხელშეკრულების დადებით ქიბარ ხალვაშს გამიზნულად მიადგა ზიანი. ეს ეპიზოდი განაჩენში სავალალოდ გამოიყურება. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების პუნქტებს და სხვადასხვა წლების შესაბამისი თვეების მიხედვით სხვაობებს, მოსამართლე გამიზნულად აფასებს იმგვარდ, რომ ნიკა გვარამიას მოქმედება დაუქვემდებაროს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.
- ავტომანქანის ეპიზოდი
მოსამართლის მსჯელობა ავტომანქანის ეპიზოდში არის დაუსაბუთებელი, მხოლოდ გარიგების დადების პროცესის აღწერა და გარიგების შინაარსის გადმოცემა საკმარისი არ არის ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევისათვის. მოსამართლემ არც კი შეაფასა მის მიერ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაციის სიმყარე. მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობა არის ფაქტების მშრალი აღწერა, ყოვლგვარი სამართლებრივი სტანდარტებისა და ანალიზის გარეშე, ვერ დასტურდება მტკიცებულებათა სარწმუნოობა, სანდოობა და რელევანტურობა (შემხებლობა).
მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურ დამკვირვებელს სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული პირის სასარგებლოდ (ე.წ. In dubio pro reo-ს პრინციპი).
სსსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. როგორც განაჩენის სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს, ვერ დასტურდება ნიკა გვარამიას ბრალეულობა, განზრახ ბოროტო განზრახვა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ ქმედება, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი. შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და დაუშვებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.