რუსეთის ერთიანი რეესტრის 2023 წლის 1 ნოემბრის ამონაწერით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ფირმა დღემდე რუსეთში კომპანია ,,აქვა სფეისს’’ ფლობს. ანუ, მიერ მოპოვებული დოკუმენტების ერთობლიობით დგინდება, რომ ოფშორული კომპანია “ვენითი ოვერსიზ ლიმითედი”, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თან რუსეთში ეწევა ბიზნეს საქმიანობას და თან “ქართუ” ფონდში მილიონებს რიცხავს.
რუსული ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოი და პუტინის პარტიის ყოფილი წევრი, პირდაპირ ამბობს, რომ პუტინი ივანიშვილს საქართველოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფულს უხდის.
,,აქვა სფეისის’’ დირექტორი ოლგა ბარავიკოვააა. შაბათის ეთერის წყაროს ინფორმაციით, ბარავიკოვა, უკვე წლებია, ივანიშვილის სანდო პირია. ის ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიებში, ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა და საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, მილიარდერი მას ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას ავალებდა.
ეს იმას არ ნიშნავს რომ ბარავიკოვა ბიძინას რუსულ ბიზნესებს მართავს, ის მხოლოდ მისი ოფიციალური წარმომადგენელია, რეალურად კი რუსული აქტივები, ივანიშვილის დისშვილის ხელშია.
კობიაშვილია მითითებული, რუსული ,,აქვა სფეისის’’ ქართული ანალოგის, შპს ,,აკვა ცენტრის’’ დირექტორადაც. ქართულ რეესტრში ვკითხულობთ, რომ რუსულის მსგავსად, თბილისში რეგისტრირებულ ამ კომპანიასაც, ოფშორული Vanity Overseas Limited -ი ფლობს. აქაური აკვას საქმიანობის სფეროც, რუსულის ანალოგიურია.
ქართული აქვა ცენტრი პირდაპირ კავშირშია რუსულ აქვა სფეისთან, რუსული “აქვა სფეისი” ოფშორულ კომპანია “ვენითი ოვერსიზ ლიმითედთან”, ეს უკანასკნელი კი ბიძინა ივანიშვილთან, ამის კიდევ ერთი დასტური ეს დოკუმენტია. აქ შავით თეთრზე წერია, რომ რუსული “ქავას” მფლობელი “ვენითი ოვერსიზი”, 2020 წლამდე ფლობდა, ოლიგარქის შპს ბურჯსაც. ბურჯი კი ის კომპანიაა, სადაც ქართველი მილიარდერი, ყველაზე დიდ ფულს ატრიალებდა.
3 წლის წინ, სავარაუდოდ ოფშორის კვალის გასაქრობად, საეჭვო რეპუტაციის ვენითი ოვერსიზ ლიმიტედმა, საკუთარი წილი, ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, ფონდ ქართუს გადაუფორმა.
ფონდი “ქართუს” ანგარიშებით დგინდება, რომ ივანიშვილს იმ ოფშორული კომპანიიდან, რომელიც რუსეთში ბიზნესს ფლობს, საქართველოში მილიონები, მინიმუმ 2019 წლამდე შემოჰქონდა.
წყარო – ტვ პირველი