სასწრაფოდ: ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს - სკანდალური განცხადება და ახალი დეტალები
ვანო მერაბიშვილი გადაცემაში "ღამის მთავარი" ფარცხალაძის მიერ საკნიდან გაყვანის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი ამ ფაქტით შეურაცხყოფილია.მერაბიშვილის თქმით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას სთხოვდა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანის მკვლლეობის დაგეგმვა და ის ეღიარებინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფშორულ ანგარიშებზე ფული აქვს. მისივე თქმით, ქვეყნიდან წასვლას და "მოპარული ფულის" გატანებას სთვაზობდნენ."მე ვარ ძალიან გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა გამიყვანეს საკნიდან. გამიყვანეს ღამით, შემოვიდა ციხის უფროსი და მოადგილე. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა. ეს რომ მომხდარიყო, მე უნდა მეთქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, უნდა მეტქვა, რომ სააკაშვილს მილიონები აქვს ბანკში. მე შეურაცხყოფილად იმის გამო ვიგრძენი თავი, რატომ დაიწყეს ამაზე ჩემთან ლაპარაკი. მე ვიყვი ყოფილი შს მინისტრი , პრემიერი და ასეთი რამის შეთავაზება გაუგებარია ჩემთვის" - ამბობს მერაბიშვილი.