იმედი მაქვს, რომ ჩატარდება ის პროცესი, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით და ალბათ, მიშას შესახებ ლოგიკურ დასკვნას მიიღებენ“, - განაცხადა ალასანიამ.ის ასევე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას კლინიკა „ვივამედში“ მისვლას.„ძალიან კარგია, რომ მალგოჟატამ გაგვახსენა მისი დამსახურება საქართველოს წინაშე და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა, ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის იმ რთულ წლებში გააკეთა. პოლონეთს და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ეს ძალიან ძველი ამბავია“, - განაცხადა ალასანიამ.