2. დისკუსია და საკითხის რაციონალიზაცია ყოველთვის და ყველა ვითარებაში სასარგებლოა, რადგან ირაციონალური და მხოლოდ ემოციური მოლოდინები ირაციონალურ (და მაშასადამე საშიშ) შედეგებს შობს.
3. სტატუსის მონიჭება ქვეყნის გამარჯვება და ქართული ოცნების და რუსეთის სასჯელი იქნება და ისე არ უნდა გავდღაბნოთ სიტუაცია და დავეხმაროთ პროპაგანდას, რომ მათ გამარჯვებად გავაყიდინოთ.
4. სტატუსის საკითხის გადავადება ვერც ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული (თავი რომ მოიკლას პროპაგანდამ, მაინც) და ვერც რევოლუციურ სიტუაციას შექმნის – მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების როლს და აუცილებლობას გამოკვეთავს და გააძლიერებს. აი, არჩევნების გაყალბება კი რა ვითარებას შექმნის და რას მოიტანს, ეს უკვე სხვა საკითხია და 2024 წელს მივუბრუნდეთ.
მე მოვრჩი ამ საკითხზე მსჯელობასაც და ბრაზსაც.“