როგორც გამყრელიძე აცხადებს, ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ, დაწესდება თუ არა კვლავ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები და რა ფორმით. ამირან გამყრელიძის თქმით, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს.
„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით. როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი წყაროების იდენტიფიცირება რთულია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.