3 საათიანი ფიქრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაწავლად ამერიკელი ნობელიანტი ექიმი, ჯეიმს კობსი.კლინიკა ,,ვივა მედში" აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოს ადმინისტრაციისთვის ოფიციალური ინფორმაცია წერილობით ჯერ არ გადაუცია.
ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობსი დღეს კლინიკის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვა.
მესამე პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილის შემდეგ პრობლემა მოგვარდება და უცხოელ მედიკოსს კლინიკაში შესვლის საშუალება მიეცემა