ჩრდილოეთ ოსეთიდან დათაშვილს უხსნიან, რომ მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მოსაკლავად, ჩამოსულმა კილერმა საქმე ჩააგდო და დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ თბილისში ახალი ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს და მისი დახმარება დასჭირდებათ.
კილერს, რომელიც მანამდე გვარამიას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ფული და მკვლელობის იარაღი გამოატანეს, თუმცა დავალება ვერ შეასრულა. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში წითელუბნით გადმოყვანილი ოსი ეროვნების მამაკაცი, ცხინვალის გავლით უკან გადაიყვანეს.
2021 წლის ზაფხულში, საქართველოში უკვე კილერების მეორე ჯგუფი ჩამოდის -მთავარი არტურ გელიევია, მას აქვს დავალება თბილისში მოძებნოს ადამიანები, ვინც გვარამიას მკვლელობის ორგანიზებაში დაეხმარება. აეროპორტში გელიევს დავით დათაშვილი ხვდება. სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი, დათაშვილს, ოჩამჩირის ქუჩაზე ისეთ სასტუმროში მიჰყავთ, სადაც სტუმრების მონაცემებსაც კი არ ინახავენ და არც კონტროლის სისტემა მუშაობს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ადამიანი, მას მალევე "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში შეხვედრაზე იბარებს და კიდევ ორ პირთან ერთად დავით დათაშვილს ნიკა გვარამიას მკვლელობის დაგეგმვას სთხოვს.
დირსის" ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დავით დათაშვილი არტურ გატეევს, არტურ გელიევსა და სლავა გაგიევს შეხვდა.
დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის მტკიცებით, ამის შემდეგ იწყება ნიკა გვარამიას თვალთვალი, ადგენენ მისი გადაადგილების მარშრუტს, სახლისა და ტელევიზიის გარდა, აკვირდებიან იმ რესტორნებსაც, სადაც "მთავარი არხის" დირექტორი დადის, რადგან გვარამიას მკვლელობის გეგმაში, აფეთქებასთან და გასროლასთან ერთად, ქიმიური ნაერთით მოწამვლაც შედის.
არქივიდან