ორგანიზაცია „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ (AGP) წარმოგიდგენთ ბიულეტენის „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ დეკემბრის გამოშვებას. როგორც წინა გამოშვებებში, აქ თავმოყრილია ცნობილი გავლენიანი ორგანიზაციების, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების რეაქცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე. გამოიწერეთ ბიულეტენი APG-ის ვებ-გვერდზე, მისი ასლი გაუზიარეთ მეგობრებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს, ოფიციალურ პირებსა და აქტიურ მოქალაქეებს! როგორც ფარცხალაძის დასანქცირებამ გვიჩვენა, საზოგადოების აქტივობას შედეგი მოაქვს!