– არის ხოლმე ასეთი პოზიციები. ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა ჩემი. შესაძლოა, სულ არ აბრუნებს ხალხი, შესაძლოა – კი.
– გიორგი ვაშაძემ თქვა, ივანიშვილის წასვლის შემდეგ სააკაშვილიც ჩამოშორდესო და როგორია პოზიციები თქვენს გუნდში?
– არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის. გიორგიმ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მას აწუხებს ორპოლუსიანობა. ამაში არის რაციონალური მარცვალი. პოლიტიკაა და პოლიტიკურად შევხედოთ. იმიტომ კი არ თქვა, რომ სააკაშვილს მტრობს. ხელისუფლება მუდმივად იყენებს ორპოლუსიანობას, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ამიტომ ეს არის გიორგი ვაშაძის ხედვა და მას აქვს უფლება, თავისი პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს.