დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც ასე პარტიზანულად მოძრაობს ევროპაში, დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ექნებოდა საუბარი სააკაშვილზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბორელის და შარლ მიშელის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ეს. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ ჩათვლის ამ არჩევნებს სამართლიანად, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნა ისევ პოლიტიკურად რეპრესირებული.
ზურაბიშვილს აქვს ერთი თვისება – საკმაოდ ჯიუტი ქალია. არასოდეს აუგად არ მოუხსენებია ივანიშვილი, ის რჩება მიუღწეველ ბატონ-პატრონად, ვერავინ გადამარწმუნებს, ეს მისი პარტიზანული ვიზიტი შეთანხმებულია ივანიშვილთან.” განაცხადა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “რეაქციაში” პრეზიდენტის ბრიფინგზე.