"როდესაც მე შევწყვიტე პრეზიდენტობა და მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, მაშინ დაინიშნა გენერალურ პროკურორად არჩილ კბილაშვილი, კვალიფიციური იურისტი რომელსაც დაავალეს, რომ ჩემ წინააღმდეგ აღეძრა საქმეები, მას ჩამოუყვანა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა მრავალი უცხოელი ექსპერტი. ექსპერტები ეძებდნენ რამე ხელჩასაჭიდს ჩემს წინააღმდეგ და როცა ვერაფერი ვერ იპოვეს ხელცარიელი მივიდნენ თავის უფროსთან და უთხრეს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოებაა შეუძლებელი. და შემდეგ ჩნდება ფარცხალაძე, კბილაშვილს უშვებენ და ფარცხალაძე ღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს. დღეს ირკვევა, რომ ფარცხალაძე უკვე მაშინ იყო "ეფ-ეს-ბეს" აგენტი.სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში. ყველა შეხვედრაზე, კითხეთ თუ ასე არ არის, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას საკითხი ჩემი გათავისუფლების, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა ყველგან განაცხადა უარი.საქართველო გაიმარჯვებს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ისევე როგორც უკრაინის გამარჯვებაა ძალიან ახლოს, მაგრამ ყოველდღიური პროტესტით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა ჩაატარონ ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელიც საქართველოს სწრაფად გამოიყვანს ამ საფრთხის ზონიდან და გაიყვანს სამშვიდობოზე. " თქვა მიხეილ სააკაშვილმა.