ლეგენდარული მსახიობის გივი ბერიკაშვილის შვილს ასევე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილს გული გაუჩერდა. მსახიობი კომაშია და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა, როგორც MRT-ზე გამოჩნდა, თავის ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული არ არის. კვლავ არის მართვით სუნთქვაზე და არის კომაში. რეანიმაციის მიმართულებით ყველაფერი უკეთდება. ფილტვების ანთება უკვე ჩაქრა, თირკმელი ფუნქციონირებს, ყველა ორგანო მწყობრშია. ახლა ველოდებით კონსილიუმს გერმანელ ექიმებთან, რომ საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან მთავარი პრობლემაა თავის ტვინი და მართვითი სუნთქვიდან მოხსნა.