ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. მსახიობის სიძე
, ნიკო ნანიტაშვილი Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით მსახიობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ არც გაუარესებულა.
ნიკოს თქმით, განიხილება ასევე საზღვარგარეთ გადაყვანა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებთან და ასევე ქართველმა ექიმებმაც უნდა მისცენ ნება, რომ ზურას ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს", - გვითხრა მან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას ინფარქტის შედეგად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. მსახიობი კომაშია. მომხდარის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.
წყარო