მერაბ სეფაშვილის მუსიკალურმა პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა პირველი კომენტარი "პრაიმტაიმთან" გააკეთა და მეგობრის გარდაცვალების დღეს თქვა, რომ კაკული მძიმე ტკივილებს უძლებდა და ავადმყოფობას შემართებით ებრძოდა."კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ... ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.
ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.
მხიარული, სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო. არ იცით, ისრაელში ჩასულებს როგორ პატივს გვცემდა. რას არ იყიდდა. ხორცს თავისი ხელით გვიწვავდა, თვითონ გვიმზადებდა ყველაფერს. ძალიან უყვარდა სიცოცხლე.