„ზურაბიშვილს სურს, რომ გაერთანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს და ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ თავისუფლებაზე მყოფი მიშა, არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ იმავე ზურაბიშვილისთვის გახდება უდიდესი და რაც მთავარია, უმართავი პრობლემა. ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ შიდა ფრონტზე, მიშას პოლიტიკურ სიტყვას ფასი არ აქვს და პრემიერობის კანდიდატად დასახელება კი არა, პრემიერიც რომ იყოს სხვა, სააკაშვილი ხელის ერთი მოსმით მოიშორებს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.აი, მიშას გარეშე ოპოზიციას გამარჯვება რომ გაუჭირდება, ესეც ყველამ იცის, მაგრამ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს, სააკაშვილი მაინც ციხეში ურჩევნია, რადგან წვალებით შეკოწიწებული ამომრჩეველი, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შემთხვევაში, სწორედ მის მხარეს გაიქცევა იმის იმედად, რომ მიშა ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს. არის მეორე და ძალიან რეალური საფრთხე – სააკაშვილის შეწყალებამ, შესაძლოა, სათავე სამოქალაქო დაპირისპირებას დაუდოს და ვიღაცამ ზუსტად ისე გაისროლოს, როგორც წლების წინ, კინოს სახლთან, როცა თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და ქართველებმა ერთმანეთი ვხოცეთ.
წყარო