ექსპრეზიდენტის ადვოკატები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ, რადგან დიაგნოზს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს დასმული, საქართველოში ვერ განკურნავენ.
"ბატონი გოლდსმიტის, ასევე გასტროენტეროლოგის და ბატონი კობის დასკვნები უკვე მიღებულია. ასევე მიღებულია ჟენევიდან გაეროს ექსპერტის დასკვნა. მძიმე სურათია, არის ისეთი დიაგნოზი, რომელიც აშკარად საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს. არის ბევრი ისეთი დიაგნოზები, რომლებიც ვერ განიკურნება სრულად. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ვატყობ, იქნება მძიმე, ამიტომ სასამართლომ, წესით, უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად დავამტკიცებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.