ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის აქტიურად ჩართვა მე-3 პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გამოიღებს შედეგს:,,
არა მხოლოდ საერთაშორისო წნეხი, არამედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იქნება თავისუფლებაზე.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელი ვიზიტი და მანამდე პრეზიდენტისა, ასევე პრემიერ-მინისტრის – მეტყველებს იმ მაღალ ინტერესზე, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იჩენენ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს!“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.