მათივე ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
„მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის“,- დაწერა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას 2:00 საათზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გეგმავდა.
"ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.
ჩემზე თავდასხმის ორგანიზებას კანონიერი ქურდები: შუშანაშვილი და ამბროლაძე აკეთებენ. ისინი საბერძნეთში მცხოვრებ მოკრიმინალო ელემენტებს ქურდად მონათვლას ჰპირდებიან, თუკი ჩემზე თავდასხმას წარმატებით განახორციელებენ.
მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.
მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ! ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე! სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!",- დაწერა 10 ოქტომბერს სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.
იხილეთ ვიდეო