ჯერ ქვეყნის პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერმინისტრი და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთის უმაღლესი პოლიტიკური პირები ზედიზედ ჩამოდიან თბილისში და "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მესამე პრეზიდენტის გათვისუფლებას მოითხოვენ.შეხვედრების ყოველი რაუნდის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტიც და მთავრობის წევრებიც მუდმივად არიდებენ თავს თემაზე საუბარს. ისინი პოლონელი მაღალი რანგის სტუმრების მედიასთან კონტაქტის შეზღუდვასაც კი ცდილობენ, მაგრამ დღეს ინფორმაციამ საბოლოოდ გაჟონა.