ყველას ნახვა

პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."

პრეზიდენტის მოულოდნელი განცახდება და მიმართვა პრემიერს - "ამას არავინ არავის არ აპატიებს... რა დღეში ვართ ზუსტად 1 კვირაში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება..."
არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ სტატუსს და მეორე ხელით ხან ვლანძღავდეთ ამერიკას, ხან ევროპის კომისიას, ხან ვაბრალებდეთ პარტნიორებს, ვითომ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში…მკაფიოდ იყოს ნათქვამი – არავის უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს ისეთი ტყუილია, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის დამთავრების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა მოგონება რაღაცეების, ვინმე ფიქრობს, რომ ამითი საზოგადოებას აზრს შეუცვლის?
ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ გამო ჩვენ მიმართ, სანქციებზე არასწორი გამონათქვამები, ეს რაღაც ომის თემა, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის – ეს არის მომენტი, როცა ეს ტყუილები უნდა გაიფანტოს, ეს ეჭვები – რაც ჩვენ ქვეყანაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ეს ევალება პრემიერს, როცა ჩავა.
მეორე რაც ევალება პრემიერს ეს არის გეგმის წარდგენა – უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრების – რა გეგმით ვასრულებთ იმ 12 რეკომენდაციას – ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენ პარტნიორებს, დაინახონ რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
და მესამე, ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, სამ კვირაში უკვე იმართება გაეროში გენ. ანსამბლეა, როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს წარადგინოს საქართველო, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და უქაც უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ – ვიცით სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით? სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას – სოლიდარობაა ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში და ბრძოლაში – სოლიდარობაა რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვას მეტს არავინ არაფერს გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, არც ჩართვას რამეში – ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც დგომა ეკადრება ჩვენ წარსულს, ჩვენ ღირსებას და მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია.
ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ გაეროში, იქ სხვა თემა არ იქნება – ომი და ოკუპაცია. ნათელი უნდა იყოს, არჩევანი მარტივია – გვინდა, რომ ვიყოთ აღთქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, თუ ვმერყეობთ? ეს არის ის რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავისი რაღაცა ბოიკოტისა, თუ გვერდზე ვიხედებით…
მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა, მოსახლეობა და მეც პირადად ვუყურებთ რა მოხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის არ აპატიებს. 
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა