„ძალიან მალე ვიხილავთ მიშა სააკაშვილს გისოსებს გარეთ”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს ქართველი ხალხის დახმარება.
„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიშა არის მართალი. დღეს მას მიეცემა საშუალება თქვას და დარწმუნებული ვარ არგუმენტირებულად ახსნის, რომ პიჯაკების საქმე არის შეთითხნილი და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მიშა სააკაშვილს გისოსებს გარეთ. მას უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის დახმარება არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას მთავარია, რომ ქვეყანა განთავისუფლდეს ერთპიროვნული მმართველობისგან”, – განაცხადა „ფორმულასთან“ გიორგი სააკაშვილმა.