ცვლილებებმა, რომელიც ივანიშვილის დაბრუნებისთანავე, პარტიის წესდებაში შევიდა, იქვე გააჩინა ეჭვი რომ შესაძლოა, არჩევნებამდე პრემიერ მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდეს, კანდიდატურის წარდგენის უფლება კი პოლიტიკური მრჩევლის კომპეტენცია გახდა.
Cnews- ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ბოლო დღეებია პირადად ინტერესდება ჩატარებული ტენდერებით და ყველა ინფორმაციას ამოწმებს, რომელიც შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდეს, ამ მოცემულობით საარჩევნო წელს „ოცნება“ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ის რომ ოპოზიცია სრულად დისკრედიტებულია, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება 2024 -ის საპარლამენტო არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს.
სახელისუფლო წყაროს ცნობით, ამ კვირის განმავლობაში „ოცნების“ კულუარებში ყველაზე აქტიური თემა პრემიერ მინისტრის ცვლილებაა, ღარიბაშვილის შემცვლელს უკვე ეძებენ და ამ პოსტზე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის, კანდიდატურა განიხილება.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი, „ოცნებაში“ ცხადია არ იციან, მაგრამ ის რომ ღარიბაშვილს არ სწყალობს, ეს პარტიის ყრილობაზეც გამოჩნდა, როცა ოცნების დე ფაქტო ლიდერმა მადლობა ირაკლი კობახიძეს გადაუხადა და მოქმედი პრემიერი არც უხსენებია.
წყარო