კითხულობენ, რა მოიგო მიშამ ამ 50 დღეშიო – რა მოიგო და გაიცოცხლა პოლიტიკური იმიჯი, აღიდგინა პოლიტიკური რეპუტაცია, მოახერხა მიექცია ყველას ყურადღება ციხიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდხანს იბრძოლა ამისთვის ნავალნიმ, ეს ვერ მოახერხა. ვერც ვერავინ მოახერხა დღემდე.
ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ქვეყანაში შემოსვლიდან დაწყებული, ვითომ 4 დღე რო მისი შემოსვლის შესახებ არავინ იცოდა და ა. შ. ყველაფერი ემსახურებოდა მიშას პოლიტიკურ პიარს და ეს პიარი მას გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ – ჰოდა, სად არის ოცნების ამომრჩეველი? მან მისცა ამ პარტიას მანდატი, ხო?აღიაროს „ოცნებამ“, რომ მიდის ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რომ არის მიშასთან შეთქმული და არის ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის მოღალატე! ან თქვას, რომ მანდატი და ხალხის ხმები მოიპარა და აპირებს ამ ხმების მოგებული, გამარჯვებული ოპოზიციისთვის დაბრუნებას. ვინმეს, რომელიმე ვითომ პატრიოტულ პარტიას შეუძლია გამოვიდეს და ღიად თქვა, კობახიძე, ღარიბაშვილო, თქვენ ივანიშვილის დავალებით, დანაშაულებრივი, ჩუმი, ღალატობრივი გზით ახდენთ მიშასთვის ხელისუფლების გადაბარებას? ექნება ვინმეს ამის თქმის თავი, ძალა და სურვილი?