ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გეკითხები რჩევებს და ძალიან ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე შენგან.
შენ უკვე მარტო მოგზაურობ იაპონიაში, ინდოეთში, დადიხარ სამეცნიერო კონფერენციებზე, კარგად საუბრობ და წერ იაპონურად, ხოლო ქართულად, ჰოლანდიურად და ინგლისურად საუბრობ, როგორც მშობლიურზე.
ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით. ამავე დროს დარჩები ბოლომდე ქართველად. ბოლო დრომდე ხომ უარს ამბობდი საქართველოდან გამგზავრებაზე იმ შიშით, რომ უკან აღარ შემოეშვით. შენ შენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცა ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ძალიან მითბობს გულს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ პატარაობიდან ცდილობ სხვებს დაეხმარო. საზოგადოების სამსახურიც შენს გენეტიკაშია და ყოველდღე ვლინდება ახალ-ახალ ინიციატივებში.
ჩემო ნიკუშა, ჩემო საყვარელო შვილო, გილოცავ 18 წლის დაბდღეს. გკოცნი ძალიან ბევრს. სიყვარულით, მიშა.
P. S. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული ნიკუშა და მოვუბოდიშე, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე გავიზარდეო.