ბორისოვთან ინტერვიუ "საერთო გაზეთმა" გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"სხვათა შორის, მინდა იცოდეთ, რომ აგვისტოს ომის დროს ვარიანში ჩვენი ჯარის ნაწილები არ იდგა! ასე, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების იქედან გატანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
აგრეთვე, მინდა იცოდეთ, რომ 15 სამხედრო ტყვე ჯარისკაცი ცხინვალიდან, ხოლო 22 ტყვე აფხაზეთიდან ჩვენ პირადად გადავეცით ქართველ დედებს, ყოველგვარი გაცვლისა და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე. მინდა, ქართველმა ხალხმა ეს იცოდეს.
ჩვენ ლენინგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი რედ.) ჯარის შეყვანას არც ვგეგმავდით, მაგრამ ბატონმა კახა ლომაიამ ეს საკითხი პრინციპულად წამოგვიყენა და პირადად მე არაერთგზის მთხოვა, ლენინგორში ჩემი "სადესანტო როტა" გამეგზავნა!!! თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი "დესანტნიკები" შემეყვანა" - განაცხადა ბორისოვმა.
P.S. როგორც ცნობილია კახა ლომაია და ვიაჩესლავ ბორისოვი ერთმანეთს 2008 წლის 14 აგვისტოს დილით ქალაქ გორში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ესწრებოდა.