გადამოწმება შეგიძლიათ ამ ლინკის საშუალებით – www.rs.ge/kompensacia
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადინომერის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
„გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით დასაქმებული შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაციადამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად