"ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დიდ აქტივობას საქართველოში და აქ საუბარია არა მხოლოდ ეფ-ეს-ბე-ს მეხუთე სამსახურზე, არამედ გრუ-ზე, რაც გაცილებით უფრო მძიმე აღსაქმელია, რადგან გრუ-ს ხალხი პირდაპირ არის დაკავებული სამხედრო დივერსიებით. ჩვენ გვაქვს მონაცემები მათი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, საზღვრის კვეთაზე- ირიბი მონაცემები, ასევე კომუნიკაცია ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ასევე შეხვედრები ქართული წარმოშობის ადამიანებთან მოსკოვში" ამბობს "პოსტ ფაქტუმთან" საუბარში რომან დობროხოტოვი, "ინსაიდერის" შეფ-რედაქტორი.გამომძიებელი ჟურნალისტების ამავე ჯგუფმა უკვე გამოავლინა კრემლის სასარგებლოდ მომუშავე აგენტები გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ა-ეფ-დეში, ასევე რუსულ ეფსებთან კავშირში ამხილა ევროპარლამენტარი ლატვიიდან.
[media=]